weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვარამია: როგორც ჩანს, სტრასბურგის გადაწყვეტილება მთავრობისთვის მოულოდნელი არ იყო

14:33 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაოგნებულია.

„ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს, რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ. რომლის აცილება სამსამართლომ არ დააკმაყოფილა, სრული დაუსაბუთებლობის გამო“, – განაცხადა გვარამიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ევროპული სასამართლომ არ განიხილა ნიკა გვარამიას შუამდგომლობა, რომლითაც ის მოსამართლე ლადო ჭანტრურიას აცილებას ითხოვდა.

 

ამ თემაზე:

რუსთავი 2-ს აქვს შანსი სტრასბურგის გადაწყვეტილება სრულად შეცვალოს – გვარამია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]