weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეხედულება გამოხატოს – ზურაბიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

18:02 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელებისთვის ბრალის წარდგენაზე კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, ვიდრე საქმეში პროკურატურა და სასამართლოა ჩართული, პრეზიდენტის მხრიდან კომენტარის გაკეთება „უშუალოდ ჩარევა“ იქნება.

„ბრალდება წარუდგინეს გუშინ, თუ არ ვცდები. მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟრერებენ. მე გათვიცნობიერებული ვარ იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის, ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება (ის კი არა კომპეტენცია - არ შეგეშალოთ), ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურაა ჩართული, ან სასამართლოა ჩართული, ამაზე კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში გუშინ, 24 ივლისს დაიბარეს და ბრალი წარუდგინეს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მათ მიმართ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.

დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებულნი არიან ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]