weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ბრიტანეთის საელჩო ხაზარიძე–ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

18:14 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემდეგ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაურა.

საელჩო თავის განცხადებაში ამ საქმის გარშემო პროცესები სგაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.  

„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში გუშინ, 24 ივლისს დაიბარეს და ბრალი წარუდგინეს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მათ მიმართ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.

დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებულნი არიან ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]