weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თიბისი“ ბანკზე თითოეულ სიტყვას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ – პრემიერი

12:11 პარასკევი, 26 ივლისი 2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე, რომელიც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელბისთვის ბრალის წარდგენას ეხებოდა. ბახტაძის თქმით, საელჩოს განცხადებაში არის საერთო სულისკვეთება - იყოს უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება.

„ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოს გამჭვირვალე პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა „თიბისი ბანკი“ არ უნდა დააზარალოს.

„თიბისი“ ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან - ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი“ ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

24 ივლისს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარუდგინა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.

25 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ შეშფოთებულნი არიან ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]