weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პტიმრობა შეეფარდა

21:22 შაბათი, 27 ივლისი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილის ადვოკატი მისთვის 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალად 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს. ოქრუაშვილის მტკიცებით, „რუსთავი 2“ 2004 წელს შეიძინა, რისთვისაც 1 მლნ 200 ათასი დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ჯემალ იმნაიშვილის ხელით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუხადა, გარდა ამისა, მათ უსასყიდლოდ გადაუფორმა კომპანია „ჯორჯიან ონლაინის“ 10%-იანი წილი, რაც დაახლოებით 800 ათასი დოლარი იყო. ოქრუაშვილმა სასამართლოსაც მიმართა და „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადება მოითხოვა, თუმცა მისი განცხადება სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]