საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
„პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძე დღეს წეროვანში იმყოფებოდა, სადაც ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც მან სამხედრო მოსამსახურეებს უთხრა, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება.