weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოკუპაციო ხაზზე ჩავდივარ როცა მე ვთვლი რომ უნდა ჩავიდე – სალომე ზურაბიშვილი

11:07 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

„მე მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ლიეტუვაში მყოფმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თქვა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის დღის წესრიგზე.

„არაერთხელ გავაკეთე კომენტარი. ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობა ოკუპაციის თემაზე ქვეყნის პარტნიორებთან საუბარია.

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, რომელზეც დღესაც იყო ლაპარაკი, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონოდ ავლებენ ღობეებს. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები. როგორც „რეგინფოსთვის“ გახდა ცნობილი, ამ მოვლენების დროს სალომე ზურაბიშვილი კახეთში იმყოფებოდა და ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ბორდერიზაციის“ საკითხზე დასასვენებელი ადგილიდან მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]