weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს მინისტრი ვახტან გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

10:13 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური  წარადგინა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.

დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და  პროგრამას პარლამენტში . მინდა გითხრათ, რომ

მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში და უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს.

ეს არის ცვლილებები, რომლებიც გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს. რაც შეეხება პროგრამას, პარლამენტში ვისაუბრებთ დეტალურად“, - განაცხადა გახარიამ.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]