weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დამნიშნეთ გენპროკურორად და ნახავთ როგორ დავამთავრებ „ნაცმოძრაობის“ – ინაშვილი

10:57 შაბათი, 07 სექტემბერი 2019

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიმართავს, „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულების“ შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს.

როგორც ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც „უკან დახია ჩვენი ქვეყანა“.

„დღეს ქართველი ხალხი თქვენზე ძალიან გაბრაზებულია. ყველაზე მთავარია ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს - „მე თქვენ დაგასრულებთ“, „დაგამთავრებთ“ და ა.შ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ან მე გთავაზობთ, ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, დამალულ მტკიცებულებებს როგორ ამოვიღებ და 56 ათას მოწმეს, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში ამას ყველა ერთად ნახავს. მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებს.

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში დარჩებით ქუჩაში“, – მიმართა გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]