რუსული მედიის ინფორმაციით, ღურწკაიას სიმღერის ვიდეო დეპუტატობის კანდიდატის, ანდრეი მატელსკის შტაბმა გაავრცელა. როგორც esquire.ru წერს, დიანა ღურწკაია დაბადებიდან უსინათლოა, რის გამოც მის მიერ ამ შინაარსის სიმღერის შესრულებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინის პარტიის ეს საქციელი არაეთიკურია, ხოლო ნაწილმა შესრულებისთვის თავად მომღერალი გააკრიტიკა.
მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. მეტელსკი დეპუტატად ახალი ვადით იყრის კენჭს. esquire.ru-ს ცნობით, ივლისში ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მოამზადა კვლევა, რომლის მიხედვითაც ანდრეი მატელსკის ავსტრიაში სასტუმროების ქსელი აქვს, მოსკოვში კი 5.7 მილიარდი რუბლის უძრავ ქონებას ფლობს. დეპუტატობის კანდიდატმა ეს ბრალდებები უარყო და კორუფციასთან ბრძოლის ფონდს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე ოპოზიციონერი კანიდატების ნაწილს უარი უთხრეს, რასაც რუსეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მსგავსი თემა: