weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც ცხვრებივით მორეკეს ეს ხალხი – კილაძე „სირცხვილიაზე“

12:31 კვირა, 08 სექტემბერი 2019

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობასთან ცხვრების მიყვანას. კილაძის თქმით, ამ პერფორმანსის ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ხალხის უმეტესობა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგია.

„ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც რომ ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი, რომელიც წინ დგას. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ისინი ცდილობენ, ვითომ დამოუკიდებელი აქტივისტების საფარქვეშ წარმოაჩინონ ისე, თითქოს, ხალხი არის წინააღმდეგი გიორგი გახარიასი, ხალხის უმეტესობა. ეს არის სიცრუე. რასაც ვხედავთ, რამდენიმე აქტივისტი არის მიშა სააკაშვილის და ბოკერიასი, რომლებიც, პრინციპში, ერთი და იგივე არიან. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ესენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ, საგნობრივად გვაკრიტიკებდნენ ასეთ მასკარადებს აწყობენ ყოველდღიურად“, – განაცხადა სოფო კილაძემ ტელეკომპანია „პირველთან“.

„სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის პარალელურად მიიყვანეს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ცხვრებს გვანან, რადგან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]