weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პუტინმა ხაჯიმბას „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა

10:37 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და მოელის, რომ „ხაჯიმბას მოღვაწეობა მომავალშიც შეუწყობს ხელს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამყარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება“.

„რუსეთი გააგრძელებს მეგობარი აფხაზეთისთვის მსოფლიო მასშტაბით ხელშეწყობას სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. გულწრფელად გისურვებთ ახალ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტად არჩეულად „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგად გამოაცხადეს. აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მან 39 793 ხმა (47,39%) მიიღო.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

 

ამ თემაზე:

აფხაზური არჩევნები - გამარჯვება 40 ათასი ხმით და პოლიტიკიდან განდევნილი 55 ათასი გალელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]