weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ანაკლიაში 12 სექტემბერს დააფუძნებს

16:46 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ღონისძიება ხვალ, 12:00 საათზე ანაკლიაში გაიმართება. ღონისძიებაზე ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები გახდება ცნობილი.

მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. უკვე ცნობილია, რომ მოძრაობის სპიკერი იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ საჯაროდ პირველად მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა. დაახლოებით ორ კვირაში მას და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარუდგინა. საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვა. 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასმართლომ ბრალდებულბეს 700-700 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, 12 სექტემბერს არის ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძემ მის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა არაერთხელ შეაფასა ხელისუფლების მიზანმიმართულ მცდელობად, შეჩერდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]