weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თიბისი ბანკს“ ბოლო 10 წელში არცერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული – მამუკა ხაზარაძე

10:50 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ „თიბისი ბანკს“ ბოლო 10 წლის განმავლობაში არცერთი ოჯახი არ გამოუსახლებია. მისივე თქმით, საბანკო სისტემისთვის უარყოფითი იმიჯის შექმნით ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომელიც ცდილობს პრობლემები სხვას გადააბრალოს.

„ყურში მხვდება ხოლმე - „თიბისი ბანკმა“ რამდენი ოჯახი გააუბედურა... მე მინდა, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ამის მონიტორინგს ვაკეთებთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში „თიბისი ბანკს“ არ ჰყავს არცერთი ოჯახი გამოსახლებული. მაგრამ ასეთი ინფორმაციის პროპაგანდა არ მიდის იმიტომ, რომ

ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი, რომ ვიღაცას თავისი პრობლემები - ადამიანების უმუშევრობა, სოციალური უმწეობა, განათლების პრობლემა, ჯანდაცვის პრობლემა - გადააბრალოს. მათ უნარი არ აქვთ ამ ქვეყანაში შექმნან ახალი ენერგია, ახალი სტიმული, ახალი იმედი და რომ მოტრიალდებიან არჩევნები მოდის, ხომ უნდათ რომ ისევ იქ იყვნენ. აი, ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, მოსახლეობა მილიარდნახევრიან დავალიანებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წყალობით აღმოჩნდა და არა ბანკების.

„მე რომ „მევახშეს“ მეძახიან, ამაზე მინდა კომენტარი გავაკეთო. თქვენ ხომ 35 000 კვალიფიციურ ადამიანს, რომელიც საბანკო სისტემაში მუშაობს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია, აყენებთ შეურაცხყოფას; შეურაცხყოფას აყენებთ იმ ადამიანებს, რომლებზეც მთელი ეკონომიკაა ჩამოკიდებული. როდესაც ხელისუფლება მოდის და ღიად უპირისპირდება ყველაზე თანამედროვე, ინოვაციურ და წარმატებულ ინდუსტრიას და ამ დროს ხმას არ იღებს „ონლაინ ბენკინგზე“ და მიკროსაფინანსოების აღვირახსნილ თემაზე და ხალხს ეუბნება, რომ ეს არის ბანკი და მოსახლეობა მილიარდნახევრიან დავალიანებაში შედის, მერე არც ერთი სახელი არ ჩანს ვინ არის ამის უკან და რეგულაციაშიც არ იყო მოხვედრილი, ჩვენი ეროვნული ბანკის სამარცხვინო პრეზიდენტს (ეროვნული ბანკის ესეთი პრეზიდენტი არ გვყოლია, მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომელმაც პრაქტიკულად  არ იცის, როდის უნდა იყიდოს დოლარი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავსებს ქვეყნის რეზერვს) ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ სისტემის დასაცავად, რომელიც მსოფლიოში აღიარებული სისტემაა. ამიტომ თუ ეს არ გავმიჯნეთ და მოსახლეობას სიმართლე არ ვუთხარით, რა არის მიკროსაფონანოები, რომლებმაც დაღუპეს ჩვენი მოსახლეობა...“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“.

მამუკა ხაზარაძემ და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინ, 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნეს. ისინი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასა და 2020 წლის პარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ. მოძრაობის დაფუძნებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მან ხაზარაძეს „მევახშე“ უწოდა და ბიძინა ივანიშვილსაც შეადარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]