weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„შე ქათამო“ – გორის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [Video]

15:16 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ფრაქცია „ძლიერი გორის“ წევრმა, კახა ბურჯანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნებიდან“, კობა ბერიანიძემ ერთმანეთს „ქათამი“ უწოდეს.

კობა ბერიანიძემ ტელეკომპანია „თრიალეთთან“ განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი სხდომათა დარბაზიდან ბურჯანაძის გასვლა გახდა, რაზეც მას შენიშვნა მისცა.

„საკრებულოს თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ თუ საკრებულოს წევრი სხდომიდან გავიდოდა, რეგისტრაცია ახლიდან უნდა ჩატარებულიყო. კახა ბურჯანაძე ადგა, გავიდა და შემოვიდა სიცილით; ანუ უნდოდა, რომ თავიდან გაგვეარა რეგისტრაცია და ჩვეულებრივი ცირკი ყოფილიყო საკრებულოს სხდომა. მე ვუთხარი, რომ სიცილით, არგუმენტის გარეშე საკრებულოს დარბაზიდან არ უნდა გახვიდეთ-მეთქი“, – ამბობს კობა ბერიანიძე.

ფრაქცია „ძლიერი გორის“ თავმჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დავალება აქვთ მიღებული, რომ ოპონენტებს თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ.

„ძლიერი გორი“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ კახაბერ ბურჯანაძე არიან გაერთიანებულები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]