weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერის განცხადებამ ქვეყანაში სეკულარიზმი ეჭვქვეშ დააყენა - რესპუბლიკელები

16:48 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის მიერ სეკულარიზმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. „რესპუბლიკელების“ განცხადებით, პრემიერმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს, თუ რატომ გასცდა კონსტიტუციას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“ - ქვეყანაში სეკულარიზმი ეჭვქვეშ დააყენა. სამნიძის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში მსგავსი შინაარსის არაკონსტიტუციური განცხადება ქვეყნის არცერთ პირველ პირს არ გაუკეთებია.

„საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან ინსტიტუციურად გამიჯნულია. ვის რა რელიგიური მრწამსი აქვს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს უფლებამოსილებაა ყველა მისი მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა. ესაა სეკულარობის პრინციპი და არანაირი სხვა, კლასიკური თუ არაკლასიკური სეკულარობა არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მახინჯი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. „რესპუბლიკელებს“ მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსება და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს სცდება.

„მხოლოდ თბილისის საკრებულომ 2017 წლის იანვრიდან დღემდე საპატრიარქოს 16.590 კვ.მ ფართობის მიწა გადასცა სიმბოლურ ფასად. ხოლო 2015 მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ჯამში 16 742 987.82 კვ.მ. დაფიქსირდა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკელების“ აზრით, ხელისუფლებამ არსებითად უნდა გადახედოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ჩარჩოებს, დაფინანსების წესს და უზრუნველყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]