weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პატრიარქ კირილის მიერ ხაჯიმბასთვის მილოცვა გაუგებარი ქმედებაა – საპატრიარქო

13:04 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შეფასებით, სეპარატიზმის წახალისებაა ის, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული.

„ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მილოცვის ტექსტი სააგენტო „აპსნიპრესმა“ გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]