საპატრიარქო აცხადებს, რომ აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული.
„ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის პრეზიდენტად“ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მილოცვის ტექსტი სააგენტო „აპსნიპრესმა“ გაავრცელა.