ამ ბრძანების გამოცემამდე უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და მისი აფხაზი ე.წ. კოლეგა, მერაბ ქიშმარია შეთანხმდნენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და „აფხაზეთის არმიის“ განახლების თაობაზე.
„ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები“, – წერს „რია ნოვოსტი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონს მასშტაბურ ფინანსურ და სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას უწევს: „აფხაზეთის მხარდამჭერი პროგრამებისთვის 2017-2019 წლებში დაახლოებით 7 მილიარდი რუბლი დაიხარჯა“.