weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა „აფხაზეთის ჯარის“ მოდერნიზების დასაფინანსებლად ბრძანება გამოსცა

12:12 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, ხელი მოეწეროს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თაობაზე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინის ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია.

ამ ბრძანების გამოცემამდე უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და მისი აფხაზი ე.წ. კოლეგა, მერაბ ქიშმარია შეთანხმდნენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და „აფხაზეთის არმიის“ განახლების თაობაზე.

„ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოსკოვი და სოხუმი მოლაპარაკებებს გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები“, – წერს „რია ნოვოსტი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონს მასშტაბურ ფინანსურ და სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას უწევს: „აფხაზეთის მხარდამჭერი პროგრამებისთვის 2017-2019 წლებში დაახლოებით 7 მილიარდი რუბლი დაიხარჯა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]