weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შეწყალებაზე პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილს ეკისრება – გიორგი ოთხმეზური

21:31 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გამოკითხეს.

როგორც ოთხმეზურმა თქვა, მისი შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.

„პრეზიდენტს ვაკისრებ, სხვას ვის უნდა დავაკისრო?! ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს და არ მაინტერესებს, რის შედეგად მოხდა შეწყალება - ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩემთვის“, – უთხრა პროკურატურიდან გამოსულმა ოთხმეზურმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მასთან კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა შეხვედრაზე უარი უთხრა.

სალომე ზურაბიშვილმა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის და გიორგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. პრეზიდენტმა შეიწყალა რამაზ დევაძეც, რომელიც პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, ასევე, ზურაბ ნადირაძე, რომელიც გიორგი ქოიავას მკვლელობის გამო იყო გასამართლებული და რომლის ექსტრადიცია საქართველოში 23 წლის შემდეგ მოხდა.

გენერალური პროკურატურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]