როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო“ ეროვნულ თანხმობაზე, შერიგებაზე, მიტევებასა და მომავალზე ორიენტირებული ძალა უნდა იყოს.
„ამ ძალას ჰქმნიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისი ქვეყანა და სამშობლო. ამ ძალას ქმნიან ადამიანების, რომლებსაც გაუკეთებიათ კონკრეტული საქმე, იციან გამარჯვების და დამარცხების გემო, მაგრამ ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ეს ქვეყანა იყოს იმ სიმაღლეზე, რაც მას ეკუთვნის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ 12 სექტემბერს, ანაკლიაში დააფუძნა, პირველი 12 წევრი კი 18 სექტემბერს წარადგინა.