weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზარდიაშვილი მსხვერპლია, იმიტომ რომ სცემეს – სოფო კილაძე

17:47 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და „ქართული ოცნების“ წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირიპირებას გამოეხმაურა.

როგორც კილაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ზარდიაშვილი ამ შემთხვევაში მსხვერპლია, იმიტომ, რომ დღეს მას სცემეს.

„პირადად ბესელიას ზარდიაშვილისთვის არაერთხელ მიუყენებია შეურაცხყოფა, მათ შორის, გუნდში როდესაც ვიყავით – „კაცუნა“, „პატარა კაცი“, „ხელის ბიჭი“. ასეთ რაღაცეებს უძახდა. მაშინ ზარიაშვილს უნდა ეცემა ბესელია?

მე თავს ვიკავებ ამ ქცევის იურიდიული შეფასებისგან. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ზარდიაშვილი იყო არაკორექტული მოქცევის მსხვერპლი. თქვენ მეუბნებით, ზარდიაშვილი რატომ არ დავადანაშაულე?“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ კილაძესთან ინტერვიუს დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები გაიხსენა, რომლებიც დეპუტატს გაუვრცელეს და ამ დრომდე ეს საქმე გამოუძიებელია. როგორც კილაძემ თქვა, ის ვერ ხვდება რა შუაშია აღნიშნული ჩანაწერები დღეს მომხდართან.

„ზარდიაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ კორუფციულ თემებეზეა საუბარი და მარტო ზარდიაშვილს ხომ არ უთქვამს, ამაზე გამუდმებით იყო საუბარი. მეორე თემაა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა თუ არა რაიმე ნაბიჯი ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. უნდა გადაგვედგა, გეთანხმებით, მაგრამ ამ კონკრეტულს თუ ვაფასებთ - იყო თუ არა ადამიანი მსხვერპლი კონკრეტული დანაშაულის, ეს ამას ხომ არ ამართლებს. უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლისთვის ყველაფერი დასაშვები უნდა იყოს მაშინ, რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მესმის, ადამიანურად ძალიან მძიმეა ეკა ბესელიასთვისაც. აბსოლუტურად ვიზიარებ და ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უნდა იქნეს ასეთი დანაშაული ბოლომდე გამოძიებული, რაც არ უნდა რთული იყოს მისი გამოძიება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და „ქართული ოცნების“ წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ეკა ბესელიას გაღიზიანება სავარაუდოდ ზარდიაშვილის რეპლიკას – „ბესელიას მორალი“ მოჰყვა. ის ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და როგორც კადრებიდან ჩანს, სახეში ხელი გაარტყა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]