weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ის სილა ეკუთნოდა ყველას, ვინც ამ მორალურ ტერორშია ჩართული, ივანიშვილსაც – ბესელია

21:56 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, სილა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს გააწნა, ეკუთნოდა ყველას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც.

„დღეს ბუნებრივი და პროპორციული რეაქცია მქონდა. ერთი წუთით არ ვიხდი ბოდიშს. ვის უნდა მოვუხადო ბოდიში?! შეიძლება იმ ადამიანებს მოვუხადო ბოდიში, ვისაც უწევთ თმენა უყურონ, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში. ეს მორალურად შეიძლება მეც გადავინაწილო, თუმცა არ ვარ არაფერ შუაში ეს ადამიანები რომ პარლამენტში სხედან. ამაზე მთავარი პასუხისმგებელი ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ზარდიაშვილის ენით უნდა მელაპარაკოს.

ის სილა მას და ყველას ეკუთვნოდა, ვინც ამ უმსგავსობაში და მორალურ ტერორიშია ჩართული ამდენი ხნის განმავლობაში. კი, ბიძინა ივანიშვილსაც ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ვუთხარი, გაეჩერებინა და მოეშორებინა ეს კორუმპირებული და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და „ქართული ოცნების“ წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ეკა ბესელიას გაღიზიანება სავარაუდოდ ზარდიაშვილის რეპლიკას – „ბესელიას მორალი“ მოჰყვა. ის ვანო ზარდიაშვილთან მივიდა და როგორც კადრებიდან ჩანს, სახეში ხელი გაარტყა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]