weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე შეზღუდვა 3 თვის შემდეგ გააუქმა

12:23 ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2019

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესესებული შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსაურმა გაავრცელა.

ენგურის ხიდზე შეზღუდვა 2019 წლის 27 ივნისს დააწესეს, რაც თბილისში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს დაუკავშირეს. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში „პროვოკაციული ხასიათის“ საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“ ეხებოდა.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების ნაწილმა ერთიან ეროვნული განოცდებისთვის ზუგდიდში გადმოსვლა ვერ შეძლო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონოდ შეზღუდა, რაც მიზნად ისახავდა მათ იზოლაციას და საფრთხეს უქმნიდა ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]