weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შალვა ნათელაშვილი თურქეთის ხელისუფლებას სირიიდან ჯარების გაყვანას სთხოვს

16:34 ორშაბათი, 14 ოქტომბერი 2019

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისში, თურქეთის საელჩოსთან თანაპარტიელებთან და ქურთი ეროვნების მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. მან თურქეთის ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები სირიის ტერიტორიიდან.

„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

„დღეს ალბათ ყველაზე ქრისტიანული საქმე იქნება სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ქურთ ძმებსა და დებს, რომლებიც ამ წუთშიც თურქეთის ავიაციის მიერ იბომბებიან.

მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან, სადაც ცხოვრობს გმირი და გმირი და მაგარი ხალხი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, თურქეთ-სირიის საზღვარზე განვითარებული მოვლენები საქართველოსაც ეხება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ბევრად არის დამოკიდებული თურქულ ეკონომიკაზე: „თუ იქ წავიდა პროცესები ცუდი მიმართულებით და გადაიზარდა მასშტაბურ ომში, ეს პირდაპირ მოახდენს ზეგავლენას ქართულ ვალუტაზე, ჩამოშლილ და ივანიშვილის მიერ ისედაც განადგურებულ ეკონომიკაზე“.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო და საარტილერიო შეტევა ექვსი დღის წინ დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სამხედრო ოპერაციის მიზანი სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნაა, სადაც სავარაუდოდ ამჟამად თურქეთში მყოფ ორ მილიონამდე სირიელ ლტოლვილს დაასახლებენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო კამპანიის დაწყებიდან მეხუთე დღეს განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთ ხალხთა დაცვის შენაერთების“ (YPG) 480 მებრძოლი გაანეიტრალეს.  

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, 130 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საზღვრისპირა ქალაქები თელ აბიადი და რას-ელ-აინი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]