weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, გავაწბილე კიდეც - ირაკლი შიოლაშვილი

19:30 ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, საკმაოდ მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან პირისპირ შეხვედრა პარტიის ოფისში შედგა.

„ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება“, - აღნიშნა შიოლაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს შეხვდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც. „მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა.

თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც“, - განაცხადა ხუნდაძემ.

„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარების ნაწილი წინააღმდეგია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. მაჟორიტარები ამბობენ, რომ ამას შესაძლო ქვეყანაში რყევები და არასტაბილური ვითარება მოჰყვეს.

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პროპორციული წესით არჩევნები 2020 წელსვე უნდა ჩატარდეს. ასევე, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალოს. პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს.

პარლამენტს 150 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა, 2019 წლის 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ პარლამენტის შენობის წინ, ძალის გამოყენებით მიტინგის დაშლის შემდეგ დადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]