weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების სამკურნალოდ გადავიდეთ - ხუნდაძე ექიმებს

00:08 ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ექიმ დეპუტატებსა სთავაზობს, ბრიგადები შექმნან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტების სამკურნალოდ გადავიდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა.

„კაცი გადავიდა პაციენტთან და არა, ვთქვათ, რაიმე პოლიტიკური პიარის განსახორციელებლად. ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიცოდეთ ექიმის ფასი. ბატონ ვაჟას თვით მტრის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი მფრინავების, რუსულ-ქართული ომის დროს, გამოჯანმრთელებაში მიუღია მონაწილეობა.

არათუ ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გადავიდეს იქ პაციენტების სამკურნალოდ, არამედ ჩვენ, ექიმები, პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ, არა მხოლოდ პარლამენტში, ექიმები ბევრნი ვართ, ყველას გთავაზობთ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით, დარგობრივ სპეციალისტებს, ბრიგადები შევქმნათ და ჩავიდეთ

გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, ყოველგვარი პოლიტიკური, ყოველგვარი ეთნიკური პასუხისმგებლობისაგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს ვერ გაივლება, რამეთუ ის აბსოლუტურად იქნება რყევადი და ამ საზღვარს ვერასოდეს ვერ შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები აქვს და მკურნალობას ვერ ახერხებს.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი პირის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]