weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალეკო ელისაშვილს ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ

13:37 ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019
სამოქალაქო მოძრაობის ფოტო სამოქალაქო მოძრაობის ფოტო

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში გურიაში ჩასულ ალეკო ელისაშვილს და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს, ჩოხატაურის ბაზარში „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები დახვდნენ და დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა.

ალეკო ელისაშვილი მათგან ითხოვდა ეთქვათ, რა გააკეთა ნინო წილოსანმა ჩოხატაურისთვის. „ხალხმა იცის რაც გააკეთა და რაც მთავარია ხალხი აფასებს“ - პასუხობდნენ საკრებულო წევრები ელისაშვილს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ერთ მხარეს არიან მაჟორიტარები, მულტიმილიონერები, რომლებიც „მომჯდრები არიან რაიონებს“ და უარი თქვეს პროპორციულ არჩევნებზე, მეორე მხარეს კი გაღატაკებული ხალხია.

„მე მძულს უკანონოდ, კორუფციით და მამაძაღლობით გამდიდრებული ადამიანები. ნინო წილოსანის მამამ და კეზერაშვილმა სხვებს წაართვეს ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ხალხი ციხეში გამოკეტეს და ქარხანა გადაიფორმეს ძალადობით. დღემდე „ქართული ოცნების“ პროკურატურა 63 მილიონ ლარს ედავება წილოსანის მამას და მეუღლეს. კორუფციის გამო ედავებიან. საკრებულოს წევრებმა, რომლებიც დღეს ბაზარში დაგვახვედრეს, ერთი ფაქტი ვერ დაასახელეს რა გააკეთა წილოსანმა, გარდა იმისა, რომ თურმე ერთი პროფსასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

გურიის ტელევიზიის ვიდეომასალა

„სამოქალაქო მოძრაობამ“ მსგავსი აქცია უკვე გამართა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარის ირაკლი შიოლაშვილის კორუფციული საქმიანობის მხილების მიზნით. ბოდბისხევის ბაზარშიც ელისაშვილს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები დახვდნენ და აქციის მშვიდობიანად ჩატარებაში ხელი შეუშალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]