weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოროშენკომ თავისი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი ქვეყნიდან გააგდო - სააკაშვილი

09:12 კვირა, 30 ივლისი 2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებას არ აპირებს. სააკაშვილის თქმით, ის უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.

„პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, მშიშარა ადამიანის ქმედება. მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რა დაჯღაბნეს იქ. ასევე ფიქრობს უკრაინის მოქალაქეთა უმეტესობა. უკანონო აქტებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყანა მათ არ აღიარებს. პოროშენკომ პრაქტიკულად გამომაცხადა თავის მთავარ ოპონენტად, უკრაინელებისა და უცხოელების თვალში. შემდეგ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, იმიტომ, რომ მთავარი ოპონენტი ქვეყნიდან გააგდო. ასეთი რაღაცები ცუდად მთავრდება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუ რაიმე გააკეთა ამ აქტით პოროშენკომ, გააკეთა ჩვენი საქმეც. ჩვენ შევცვლით უკრაინაში ხელისუფლებას და დავეხმარებით საქართველოში სამართლიანობის აღდგენას. ამაში მე ვითამაშებ ჩემს გადამწყვეტ როლს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, შემოდგომაზე, უკრაინაში მისი გუნდი დიდ მობილიზაციას გეგმავს და მის ორგანიზებაში თავად აქტიურად არის ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]