weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გავაერთიანოთ – მიხეილ სააკაშვილი

14:44 შაბათი, 13 ივნისი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ ჯგუფებს მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.

„მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციისა, მაგრამ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში – ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა. ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ, გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია. ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ ადგილები უნდა გადანაწილდეს პარტიების რეიტინგების და მხარდაჭერის მიხედვით, ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მზად არის განიხილოს ყველანაირი წინადადებები: „იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგამდე მივალთ“.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და გამარჯვებისთვის ემზადება. მისივე თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი, ამ განცხადებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ამის გამო, ზალკალიანმა უკრაინის ელჩი სამინსტროში დაიბარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]