weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავალებას თავი ვერ გაართვა – მედოევი საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე

14:36 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი გამოეხმარა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებებს, რომლითაც მან საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მუშაობის ოთხი წელი შეაფასა. ციხელაშვლმა აღნიშნული თანამდებობა ახლახანს დატოვა და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

„სახალისო იყო ციხელაშვილის ინტერვიუ-მოხსენების გაცნობა. აბსურდის თეატრი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ისევ მახსენდება ქართული ფილმი „არ დაიდარდო“. რეალური მდგომარეობა შორსაა იმისგან, რაც ფურცელზეა წარმოდგენილი.

ეს სრულიად აშკარაა - ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დავალებას თავი ვერ გაართვა. შედეგი საყოველთაოდ ცნობილია - მისი უწყების მიერ შემოთავაზებული პროექტები სრულად ჩავარდა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, „მონაწილეობა აღიარების გარეშე“ და ა.შ.“, – განაცხადა მედოევმა რუსულ სააგენტო Sputnik-თან.

მისივე თქმით, ციხელაშვილის მინისტრად მუშაობის ოთხ წელიწადში დაიხარჯა უცხოური დონორებისგან მიღებული დიდი თანხა, თუმცა უშედეგოდ: „ასეთ პროექტებს პერსპექტივა არ გაჩნიათ, მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - მათი მონაწილეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება“.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა. კითხვაზე - რა მემკვიდრეობას ტოვებს, ციხელაშვილმა უპასუხა, რომ ტოვებს კონფლიქტის მოგვარების და ნდობის მშენებლობის ძალიან ხელშესახებ საგზაო რუკას. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაასახელა და იქვე აღნიშნა, რომ მისი მისია მაშინ იქნება შესრულებული, როდესაც მავთულხლართები დაიშლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]