„გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ალბათ ეს ვიზიტიც სწორედ ამ რანგში შეიძლება განვიხილოთ. ეს ერთიან სურათში ჯდება. ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს ეწვევა. „რია ნოვოსტის“ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის შესაძლებლობა და თარიღები ამ ეტაპზე დიპლომატიური არხების საშუალებით მუშავდება.
იმ შემთხვევაში თუ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, აფხაზეთში პუტინის ვიზიტის თარიღი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყების მეცხრე წლისთავს დაემთხვევა.