weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოს მერობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველომ“ ამირან სონიშვილი წარადგინა

15:58 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულსაქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამირან სონიშვილი იქნება. კანდიდატი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა წარუდგინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას პენსიის 20 ლარით გაზრდას დაპირდა.

„საგარეჯოში წლების მანიძლიზე მოუგვარებელი პრობლემაა წყალი, გზები და საძოვრები. საგარეჯოს მოსახლეობას ვპირდები, რომ ამ პრობლემებს გადავჭრით“, - აღნიშნა ამირან სონიშვილმა.

ამირან სონიშვილი 2014 წლიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 2017 წლის დასაწყისში მან პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, საარჩევნო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტებში გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]