weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ალბათობით ევროკავშირი საქართველოს საზღვარს გაუხსნის – ზალკალიანი

13:54 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

„დიდი ალბათობით საქართველო არის და იქნება იმ 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკაშირი საზღვარს გაუხსნის“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში დღეს, ან ხვალ მიიღებენ.

ზალკალიანი თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაც შესაბამისობაში იქნება ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სპეკულაცია უწოდა ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან ყველანაირი ფრენები გააუქმა.

„ფრენები არის. ივლისის თვეში, თუ არ ვცდები, 14 ფრენაა ევროკავშირის მიმართულებით - ეს არის ვენა, ამსტერდამი, ბერლინი. ამიტომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროკავშირისგან.

ჩვენ სპეცრეისები განვახორციელეთ და 14 ათასამდე ჩვენი მოქალაქე დავაბრუნეთ, ადგილზე კი 22 ათასამდე მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი გრძელდება და არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი სრულად გაწყვეტილია.

ეს გადაწყვეტილება [ფრენების შეზღუდვა] იყო სრულ თანხვედრაში და კოორდინაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. დღესაც მათთან მუდმივ კავშირში ვართ, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ამას ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - გახსნას სივრცე საქართველოს მოქალაქეებისთვის - ამას არ ექნება. ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავასწრებდით ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ ველით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოფიციალურად დღეს ან ხვალ უნდა გამოცხადდეს. სხვა ფრენებთან დაკავშირებით დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ბუნებრივია, ეს იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 25 ივნისვე „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო იმ 54 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა შეეძლებათ. ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გასნას პირველი ივლისიდან გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]