weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლელო საქართველოსთვის“ წევრები სოფელ დიცში არ შეუშვეს

12:04 შაბათი, 11 ივლისი 2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები სამართალდამცველებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. პარტიის გორის ორგანიზაციის წევრები დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ.

„ორსაათნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, შევსულიყავით სოფელ დიცში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოგვცეს უფლება და ვერც ვერანაირი არგუმენტი ვერ გვითხრეს, რატომ არ გვიშვებდნენ აღნიშნულ სოფელში. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ხედავენ, რომ „ლელოს“ აქვს მზარდი რეიტინგი, ძლიერდება და ხელისუფლებას ეშინია, რომ დაკარგავს სადავეებს. ამიტომ, მე მინდა, პირდაპირ მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას და ვუთხრა, რომ ჩვენ არავისი გვეშინია. ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებით, ყველა სოფელში შევალთ და ყველგან ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სოფელ დიცშიც და ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლების სამარცხვინო „მოღვაწეობას“, - განაცხადა „ლელოს“ გორის ოფისის ხელმძღვანელმა პაპუნა კობერიძემ.

„ლელოს“ წევრის, იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლა. კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულის გამო პარტიამ პროკურატურას მიმართოს. 

„დავაკვირდებით, რა რეაგირება ექნებათ და მოგვცემენ თუ არა განმეორებით იქ შესვლის უფლებას. თუ კიდევ მივიღებთ უარს, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის დანაშაული, რადგან პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევენ ამომრჩეველთან მისვლის უფლებას“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

„ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის სოსო ვახტანგაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გარდა, ვერცერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.

 

ამ თემაზე:

აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები პოლიციამ სოფელ ქერეში არ შეუშვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]