weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის კლინიკაშია – ანთაძე

18:05 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

„ზაზა გახელაძე იმყოფება ცხინვალის კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძე განაცხადა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახში იმყოფებოდა.

ირაკლი ანთაძის თქმით, ოჯახს ზაზა გახელაძის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა წვივის არეში. მიღებული განმარტებების თანახმად, დაზიანებები არ გახლავთ სიცოცხლისთვის საშიში. ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის ფორმირების მიზნით, რაზეც მეტყველებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრის ჩატარების აუცილებლობას.

„ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე მოთხოვნილია ინციდენტების შეხვედრის უმოკლეს ვადებში გამართვა. პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს მიღებული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელებთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე“, – აღნიშნა ანთაძემ.

11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს 1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახელაძის დაუყოვნებლივ გადმოცემას მოითხოვს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]