weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია – ვოლსკი

22:49 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დღესდღეობით საქართველოს არ აქვს არანაირი ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შეძლებდა საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განხილა. ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ მას შემდეგ განახადა, რაც ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა და ოკუპანტს საშუალება მიეცა, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა.

„ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე სუფევს, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, მაგრამ მას ამ ყველაფერში ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ სიტუაციას მართავდა და იმ გეგმის საწინააღმდეგოდ წავიდა, რომელიც მაშინ აშშ-ისა და ევროკავშირს ჰქონდათ. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, თუმცა ამავე დროს არის მონაწილე იმ უბედურების, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, ოკუპაცია კარგია?“ – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე, როცა ზუსტად იცი, რომ კეთდება ყველაფერი, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას, გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და თავი აარიდოს აგრესიას.

„ეს ის რეალობაა, რის დანახვაც არ უნდა ლომჯარიას. აქედან გამომდინარე, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს 1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ცხინვალის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანთაძის თქმით, გახელაძის დაკავებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეხვედრის უმოკლეს ვადებში გამართვა მოითხოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გადმოცემას მოითხოვს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]