weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

14:36 პარასკევი, 17 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც თქვა - „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე“, არ გულისხმობდა, რომ ძალადობა კარგია. პრეზიდენტმა „რამდენიმე ტელევიზია“ მის მიმართ ბულინგში დაადანაშაულა.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორედ, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრომოძალადე, არის ძალიან სასაცილო.

მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი ერთზე არის ყველაფერი. არ მითქვამს, ერთი ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი: ლაპარაკი, სიყვარული - ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ეს არ მითქვამს და ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ და ვაჟკაცობა არის მონანიებაში. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

ორი დღის წინ, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის.

„ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ძალადობა ადამიანებზე არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მემგონი, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებას ძალადობის წახალისება უწოდეს პოლიტიკოსებმა და პრეზიდენტი გააკრიტიკეს. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი თქვა, რომ საჯარო პირების შეფასებებს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს და ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გარდაიცვალა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]