weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის მოწვევით შეძლებენ – რიჟვაძე

12:38 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის მიერ გაცემული მოწვევის საფუძველზე შეძლებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ეს საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, უკან დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, სამთვიანი, რომელიც გაიცემა თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ თურქეთთან საზღვარი 15 მარტს ჩაკეტა. მეზობელ სახელმწიფოში დასაქმებული მოქალაქეები ივნისის შემდეგ აჭარაში აქციებს მართავენ და საზღვრის გახსნას ითხოვენ. მათი პროტესტის შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებსაც მიანიჭა. თურქეთში დასაქმებულები ამბობენ, რომ ეს კომპენსაცია საკმარისი არ არის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]