weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს

14:57 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებული ოპოზიცია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, რომ მათი მიზანების შესახებ დეტალურად 30 ივლისს, საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს ისაუბრებენ.

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნება, მაგალითად, არჩევნების გაყალბების პრევენციის და მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის მიმართულებით, საჭიროა, თუმცა გამარჯვების ფრომულა მდგომარეობს პროპორციული საარჩევნო სიების მრავალფეროვან არჩევანში.

„ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ხალხს მივცეთ განსხვავებული არჩევანი პროპორციულ ნაწილში, რათა ეს ხმები დამსხვრეული ოცნებების პარტიამ არ წაიღოს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ბრიფინგზე პლატფორმის ლოგოც წარადგინეს, რომელზეც გიორგი ვაშაძემ თქვა: „თეთრი ფერი არის სისუფთავის, სიწმინდის და პატიოსნების სიმბოლო. წითელი ფერი არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყი. გამოსახული ჯვრები, ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ზოგადად, ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, აღმშენებლობა კი არის ის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას, რომელმაც, სამწუხაროდ, წაგვართვა მომავალი“.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღეს თეორეტიკოსი პოლიტიკოსების დრო არ არის.

„ალბათ, უფრო იმ პოლიტიკოსების დროა, რომლებსაც რაღაც გაუკეთებიათ პროექტების თვალსაზრისით და წარმატებული ყოფილა ის პროექტი. რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი პრაქტიკოსი პოლიტიკოსები ვიცი და ამიტომ შევაჩერე ჩემი ყურადღება გიორგი ვაშაძეზე. მართლაც ფუფუნებაა საქართველოსთვის ასეთი პრაქტიკოსი პოლიტიკოსი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, თაკო ჩარკვიანი კი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]