weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რაჭაში მხოლოდ მაგისტრალური გზის აღდგენას 30 მილიონი ლარი სჭირდება - პრემიერი

16:50 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად მაგისტრალურ გზაზე სერიოზული დაზიანებებია.

„სამი სექტორია, სადაც დაახლოებით 250-მეტრიანი მონაკვეთებია ჩამონგრეული. ოთხი ხიდია, რომელიც სრულადაა აღსადგენი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს 30 მილიონ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ოთხ სოფლამდე - ღებამდე, პატარა ღებამდე, შოვამდე და გლოვომდე მისასვლელი გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ მათ აღდგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება.  

„მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და იმიტომ, რომ შოვთან ერთი თვის განმავლობაში კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. ასე რომ, აქ იქნება სრული ყურადღება. შესაბამისი შტაბი შექმნილია, რომელსაც გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს. ამ შტაბთან მექნება ყოველდღიური კავშირი“, - განაცხადა გახარიამ.

გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად, 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა. როგორც დღეს გახარიამ თქვა, 4 სოფელთან დროებითი კავშირია აღდგენილი, კიდევ ორ სოფელთან კავშირის აღდგენა კი ორშაბათამდე მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]