weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

17:58 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

საარჩევნო კამპანია ბესელიამ დღეს მცხეთიდან დაიწყო, რადგან, მისი თქმით, ამ ქალაქთან და ჯვრის მონასტერთან რამდენიმე ათეული წელი აკავშირებს.

„ეს იქნება ის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, უთუოდ მოიტანს სიკეთეს, სიმშვიდეს და სამართლიანობას ყველასთვის. მჯერა ამ პროცესის და იმ ხალხის, რომელსაც მინდა, რომ ვემსახურო. მთავარი იდეა, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ პროცესს, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში - ეს არის მთავარი იდეა, რომლის გარშემო გვინდა ბევრი ადამიანი გავაერთიანოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მისი პარტია აგვისტოს შუა რიცხვებში პროპორციულ სიასაც წარადგენს, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ქალიც იქნება.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობის 2019 წლის თებერვალში დატოვა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. პარტია „სამართლიანობისთვის“ მან 2019 წლის მაისში დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]