weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის „დასაკეტად“ ბოქლომსა და ჯაჭვს უგზავნის

18:04 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020
„ქუთაისი პოსტის“ ფოტო / www.kutaisipost.ge „ქუთაისი პოსტის“ ფოტო / www.kutaisipost.ge

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ ქუთაისის „დასაკეტად“ ბოქლომსა და ჯაჭვს უგზავნის.

„დაკეტე, ბატონო, ქალაქი, დაადეთ ბოქლომი და დავისვენებთ. გვეცოდინება, რომ ქუთაისი ბოქლომდადებული ქალაქია“, - განაცხადა წულაიამ, რომელიც დღეს იმ ადგილზე მივიდა, სადაც ივანიშვილის მიერ დაპირებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას.

წულაიას განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სემეკ-ი და მთავრობის სახლი გადაიტანეს.

„ყველაფერი წაიღეს ამ ქალაქიდან. ტურიზმის და ამ უნივერსიტეტის იმედად დატოვეს ქუთაისი. აეროპორტი ჩაკეტილია და ღმერთმა იცის, როდის აღდგება ტურიზმი. თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნებოდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მერე გადააკეთეს, თურმე, საერთაშორისო უნივერსიტეტად - 3 ათას სტუდენტზე. ამერიკიდან და ჰოლანდიიდან აქ უნდა ჩამოიყვანონ სტუდენტები და ასწავლონ?“, - თქვა გოგი წულაიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა წელს დასრულდება და სექტემბერში ამ შენობაში „პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]