ხვალ, 10 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება“ თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას დაესწრებიან პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები.
თელავის შემდეგ, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.
ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე ქადაგიშვილი ოთხი წლის განმავლობაში კახეთს გუბერნატორი იყო.
ამავე ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი.