weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამიზნე მე ვიყავი – დეპუტატი მკოიანი მისი ძმის ავტომობილთან მომხდარ აფეთქებაზე

23:26 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ქართული ოცნებიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ავტომობილთან აფეთქება მოხდა. დეპუტატის განცხადებით, მომხდარის შედეგად მატუნ მკოიანს სმენა დაუზიანდა.

აფეთქებასთან დაკავშირებით მკოიანმა ინტერვიუ ადგილობრივ გამოცემა Jnews-ს მისცა. 

დღეს სტუმრები მყავდენენ და მათთან ერთად ვიყავი. დამირეკა ძმამ და მითხრა, რომ მის სიახლოვეს დიდი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სმენას კარგავდა. გარდა ამისა, მანქანაზე მჭვარტლი იყო, გაიხსნა უსაფრთხოების 6-ვე ბალიში. ადგილზე მივიდი და ვნახე, რომ ხეებს ტოტები ჰქონდა მოტეხილი, აფეთექბის შედეგად ხის ქვეშ ორმო წამოიქმნა. ის იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მრავალსართულიანი სახლის ყველა მცხოვრები გარეთ გამოვიდა. აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრშიც გაიგეს“, – ამბობს ენაზელ მკოიანი.

დეპუტატი მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სამიზნე ის იყო და არა მისი ძმა.

20 ივნისს ჩემს ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნე ინფორმაცია, რომ

მირეკავდნენ და მაშანტაჟებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე ძვირფასს წამართმევდნენ.

მეორედ 24 ივნისს დამირეკეს რუსული ნომრიდან, დიდი ოდენობით თანხის გაგზავნა მომთხოვეს და მოკვლით დამემუქრნენ“, – აცხადებს მკოიანი.

მისივე თქმით, მუქარის შემცველი ზარების შემდეგ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა. მკოიანისთვის გაუგებარია, რატომ გადასცეს საქმე გამოსაძლიებლად ახალციხის პოლიციას.

დღეს მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი ადამიანები არ იყვნენ. 26 მარტს ჩემზე თავდასხმა მოხდა, არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი, დღეს კი იქამადე მივიდა საქმე, რომ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი შვილებისა და ცოლის ფსიქიკა დაირღვა, ღამით არ სძინავთ, წამლებს სვამენ.

დღეს დაუცველები ვართ, რადგან ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ვფიქრობ, რომ მთავარი სამიზნე მე ვიყავი“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს აფეთქებას, ჩადენილს სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]