„მე არ მინდა, ხალხს უნდა, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ალბათ, ამდენი შემთხვევის შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატად დავდგები. დღეს ვხედავ, რომ ყოველ კვირას ჩემს გარშემო რაღაც ხდება“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.
გუშინ, 21 აგვისტოს, ენზელ მკოიანის ძმის ავტომობილთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, დეპუტატის თქმით, მატუნ მკოიანს სმენა დაუზიანდა. დეპუტატი ამბობს, რომ ემუქრებოდნენ და აფეთქების სამიზნე ის იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანია.