ვაშაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნილობაში ყოფნა უნდა შეწყდეს, საქართველოში უნდა დაბრუნდეს და „თავის ხალხთან პირისპირ იყოს“.
„იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. 2003-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტაციის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვვენი სახელმწიფოსთვის, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი შიდა და საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ბოლოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს „საზღვარზე დაკავება და ქართული საპატიმრო ელის, ვინაიდან ძებნილია და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს როდესაც საპატიმროში იქნება“.