weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება – გახარია

15:47 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება-კონტროლი, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეებში საკმაოდ დიდი ქორწილები ჩატარდა და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს. ღია სივრცის შემთხვევაში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები“, – აღნიშნა გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე შემცირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]