weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საარჩევნო ღონისძიებებს არ ეხება

13:09 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ღია სივრცეში სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, საარჩევნო აგიტაციასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

„უბრალოდ, გვსურს, საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს ორმეტრიანი დისტანციის და პირბადეების ტარების მოთხოვნის დაცვას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 10 სექტემბრიდან, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეებშიც იკრძალება. გარდა ამისა, ხვალიდან აიკრძალება ღია სივრცეში ისეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ერთი თვით გადაიდო თეატრების, კონოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა. მთავრობამ სკოლებს მისცა რეკომენდაცია საზეიმო ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]